- 10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა;
11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
12 ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
13 ივლისი 18:00 საათი – ხონი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
14 ივლისი 19:00 საათი – მარტვილი.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 19:30 გალა-კონცერტი.