- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით 18 ოქტომბერს, მარტვილში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად შპს. მკურნალში ( გამსახურდიას 14) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ჩაატარებს.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ისარგებლოს.
საინფომაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით გაიმართა.