მარტვილში სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირებისას 7 პირია დაკავებული

  • მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო ერთი სისხლის სამართლის საქმეზე.

ინფორმაციისთვის, მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დღეს დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით, ტაძრის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გამოჩნდნენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *