მარტვილში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, ჭყონდიდის ეპარქიის და წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია ეკოლოგიურ საკითხებს შეეხებოდა, რომელზეც მოხსენება საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ წაიკითხა.

კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კომენტარის დატოვება