მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

  • დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოენახულებინა ეთნოგრაფიული კუთხე.

17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნა 26 მაისი, მოწვეულმა მომღერალმა ანი მორგოშიამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებების ბოლოს ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი საზეიმო კონცერტი.

ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

+36

კომენტარის დატოვება