- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა.
საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს