მარტვილის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

ამ დროისთვის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ მარტვილის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ტექნიკა. თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.

კომენტარის დატოვება