მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიხსნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.

მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.

ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

ფესტივალი გრძელდება აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ფესტივალის გალა კონცერტი მარტვილში 30 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება