- 11-15 ივლისს ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
11 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა;
12 ივლისი 18:00 საათი – აბაშა;
13 ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ;
14 ივლისი 18:00 საათი – ხონი;
15 ივლისი 19:30 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო დახურვა.