- დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ქალთა დღესასწაულეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, საქართველოსათვის თავდადებული გმირების დედებს მადლობის სიგელები და თაიგულები გადასცა.
ღონისძიება ადგილობრივი ხელოვანების გამოფენით გაიხსნა და მუსიკალური და მხატვრული ნომრების შესრულებით გაგრძელდა. მობრძანებულ ქალბატონებს კი საჩუქრად ყვავილები გადაეცათ.