- 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:
ზუგდიდი – კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.
მარტვილი – გახოკიძის ქ.N5.
აბაშა – ჩიქოვანის ქ.N13.
სენაკი – რუსთაველის N235.
ხობი – ც. დადიანის N185
ჩხოროწყუ – აღმაშენებლის N11
წალენჯიხა – გამსახურდიას N9
ფოთი – კოსტავას ქ.N193
მესტია – ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ.