- მარტვილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.