- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჭყონდიდი”-ს საანგარიშო კონცერტი გაიმართა. ანსამბლის წევრებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
კონცერტში ასევე მონაწილებას იღებდნენ ჯგუფი მირაჟის წევრები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები შემოგვთავაზეს საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.