- მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.
2024 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:
10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
11:20 საათი – გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარედ ლიტერატურული კომპოზიცია;
11:40 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის წარმოსახვა – ხატვა ასფალტზე – კონკურსი, საჯარო სკოლების მოსწავლეების ჩართულობით (მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია);
12:00 საათი – სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე მდებარე „ქუქითის ციხის“ ამსახველი სურათების გამოფენა და პატარა ინსტრუქტორების მიერ ინფორმაციის გაცნობა (მუზეუმის წინ);
12:00 საათი – სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ეზოში; კულტურის სახლის მიმდებარედ ბერიკების წარმოდგენა თოჯინების თეატრის მონაწილეობით;
13:00 საათიდან – ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო ატრაქციონები; მარინე სულაბერიძის თოჯინების პერსონალური გამოფენა; ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა; კულტურის ცენტრის სახვითი ხელოვნების წრის მასწავლებლების ირაკლი სურმავას და გიორგი გაწერელიას მოსწავლეების ნახატების გამოფენა; ასევე გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა (პედაგოგი ამალია ჭილაია);
13:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
15:00 საათი – ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილი კოლხური ყოფის ამსახველი კუთხეების დათვალიერება;
18:00 საათი – მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;
19:00 საათი – გალა კონცერტი ჯგუფი “რეგიონის” მონაწილეობით.
ღონისძიებას დაასრულებს ფოიერვერკი.