მარტვილში “ჭყონდიდლობა” აღინიშნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.

მთელი დღის განმავლობაში, თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ღონისძიება საღამოს ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს