- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე ე.წ. ბენზო ხერხით ახდენდა ფოთლოვანი სახეობის ხეების ჭრას და ფაქტის გამოვლენის მომენტში, 30 ერთეული მრვალი მორი ჰქონდა მოპოვებული.
უწყების ცნობით, შედგა შესაბამისი აქტი.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”.-ნათქვამია ინფორმაციაში.