- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის ტყის შესასვლელში, აღმოჩენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 53 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).
დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს.
მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.