მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

დღეს, 23 თებერვალს, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა კურზუს, ტალერის, ბანძის და აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. ადგილობრივებმა, პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს. 2021 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

კომენტარის დატოვება