- მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის თამაში მარტვილში დაიწყო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2015 წელს, მარტვილის “მერანის” პრეზიდენტმა, ფრიდონ ინჯიამ, “მერანის” საშინაო არენას “მურთაზ ხურცილავა”-ს სახელი მიანიჭა.
მურთაზ ხურცილავას ბიოგრაფიამ შემდეგი მნიშვენელოვანი ფაქტები მოინიშნა: ის გახლავთ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საბჭოთა ნაკრებს უკაპიტნა, სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. 10- ჯერ იქნა დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. სსრკ– ს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ორგზის მონაწილე 1966 და 1970 წლებში. ევროპის 1972 წლის პირველობის ფინალისტი. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1972 წელს. 15 წლის (1961-1975 წლები) მანძილზე იცავდა თბილისის დინამოს ღირსებას. ჩაატარა 371 მატჩი და მეტოქეთა კარში გაიტანა 21 გოლი. 1975-1976 წლებში კი ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა.