- ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.
ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.