ონოღია-ბანძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები.

პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

+8

კომენტარის დატოვება