- მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღი შენდება.
სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა “ემ-სი მეგავატი.ჯი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება (პროექტირება, მშენებლობა) 1 730 041 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტტეის მერია ავრცელებს