სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გუგუჩია წარადგინა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.