- მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სასამხური ავრცელებს.
„რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა. ამის შესახებ
აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად დაიწყო მისი გავრცელება.
სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.
მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.