სასკოლო ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი, 10-11 აპრილს, საბავშვო თეატრალურ დასებს მასპინძლობს.

სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით.

დღეს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს, თამაკონის, ლეცავეს და №1 საჯარო სკოლები.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო თეატრალური წარმოდგენა;

საუკეთესო მსახიობი;

საუკეთესო დადგმის ავტორი;

საუკეთესო მხატვრობა/სცენოგრაფია;

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.

თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ხვალ კულტურის სახლის სცენა დაეთმობა მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის, ლედგებეს და № 2 საჯარო სკოლების თეატრალურ დასებს.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს