- საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 434 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 582, „პისიარ“ ტესტით – 21 852.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,8%.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 873, ქვემო ქართლი – 356, შიდა ქართლი – 362, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 614, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 228 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.