სოფელ ლეკეკელეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეკეკელეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის საფარი იგება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 1 300 მეტრი საავტომობილო გზა. მოწესრიგდება გზის გვერდულები.

პროექტის ღირებულება 318 888 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.