- საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარე განათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვა.
ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც უკვე ხორციელდება.
ამ დროისთვის ქვემო ხუნწში უკვე დასრულებულია სამედიცინო ამბულატორიის ოთახების რეაბილიტაცია, ასევე დასრულებულია ლეციცხვაიეში გარე-განათების მოწყობა. ზემო ხუნწში უახლოეს დღეებში დასრულდება წყაროს წყლის ტერიტორიის კეთილმოწყობა.