სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 სექტემბერი საქართველოს ისტრიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარის დატოვება