- 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან, გივი ელიავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.