- 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი„ღვინის დღეები“.
12 ოქტომბერს “ღვინის დღეებს” მარტვილი მასპინძლობს. ღონისძიება გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
იხილეთ “ღვინის დღეების” პროგრამა:
• 17:00–21:00 ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00–21:00 ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00–21:00 კვების სივრვცე: ქართული კერძები.
• 17:00–21:00 საგამოფენო სივრცე „ქართული ღვინო“.
• 17:00–19:00 ქართული თიხის ძერწვა, მეთუნეობა (თიხის ამოყვანა).
• 17:00–19:00 ქსოვილზე ქართული ორნამენტების ბეჭდვა.
• 17:00–19:00 შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის.
• 17:00–19:00 გიგანტი მარიონეტი „მაღალი აბელას“ და მუსიკალური ორკესტრის მსვლელობა.
• 17:00–18:00 ქალაქური სიმღერები – მუსიკალური ტრიო.
• 18:00–19:00 საფორტეპიანო შესრულება – ქართული მელოდები.
• 19:00–21:00 კონცერტი: ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ზუკა ხუციშვილის ბენდი.