- ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა.
ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა.
მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია ღუბელაძემ გასცა.
მაია ღუბელაძე: ,,ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ღია კარის დღეზე მოსული აბიტურიენტების უმეტესობის არჩევანი საქართველოს უნივერსიტეტია. ძალაინ ნიჭიერი, მიზანდასახული ახალგაზრდები გავიცანი დღეს და ჩვენი უნივერსიტეტის შეთავაზებები გავაცანი. რამდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები იწყება და ჩვენ ამ დროის განმავლობაში მხარს დავუჭერთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ“.
ღია კარის დღეზე, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ წარმომადგენლობას, ph internationali-ს პროექტის access- ის მონაწილეებიც სტუმრობდნენ.
ღია კარის დღეზე მოსულ უფროსკლასლებსა და აბიტურიენტებს საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქრები გადაეცა.