- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს მიერ, გაიმართა შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა პოზიტიური მშობლობის და ადრეული, სკოლამდელი განათლების როლზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შედგა.
დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს “მშობელთა ჩართულობაზე საბავშვო ბაღის ცხოვრებაში” , “ რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა”.
შეხვედრას საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელი მარიამ ჩუბუხაშვილი უძღვებოდა.