ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა საბა ჭიჭინაძემ და ირაკლი გვასალიამ შექმნეს ონლაინ სარეკლამო კომპანია “სტიკერმენი”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პოსტერების, ID ბარათების, ლეპტოპების, ტელეფონების, ტაბლეტების, წიგნის სანიშნეების, მისალოცი ბარათების და ბიზნესბარათების სტიკერების დაბეჭვდას.

საბა რიყის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ადრე, სხვადასხვა პროექტში და პროგრამაში ღებულობდა მონაწილოებას, მაგრამ ახლა, დროის უქონლობის გამო, ახალ საქმეზეა გადართული.

ირაკლი ინგირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრია. ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს წევრი და დრამატული სტუდია “შთამომავლების” აღსაზრდელია. ირაკლი ადრე, სხვადასხვა პროექტში იყო ჩართული. იყო ჟურნალ “აზრთა სივრცის” რედაქტორიც.

მეგობრები ამბობენ, რომ კომპანიას სახელწოდება “სტიკერმენი” სტიკერების სიყვარულის გამო, შეურჩიეს.

ირაკლი გვასალია: “მე და საბამ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გავინაცით ერთმანეთი. ჩვენი იდეები და მოსაზრებები ერთმანეთს გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმა ონლაინ სარეკლამო კომპანია, რომელიც ხარისხიან მომსახურეობას გაუწევდა მომხმარებლებს. თავიდან, ეს ყველაფერი რთულად, ძნელად გვეჩვენებოდა, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ და შრომამ მოლოდინს გადააჭარბმა. გაგვიჩნდა შემოსავლის წყარო, რომელმაც მოგვცა მოტივაცია, რომ არ გავჩერდეთ. სტიკერების დიდი არჩევანი გვაქვს, ვბეჭდავთ ნებისმიერ სტიკერს, ასევე ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს. “სტიკერმენი” ზუგდიდელ ახალგაზრდა მხატვრებს, გრაფიკოსებს ეხმარება თავიანთი ნამუშევრები სტიკერებად აქციონ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდებს ვეხმარებით საკუთარი თავის წარმოჩენაში. რაც შეეხება ფასებს, მინიმალურია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი ნამუშევრები გატანილი გვქონდა სხვადასვა ღონისძიებაზე გასაყიდად. მინდა გითხრათ, რომ სტიკერები ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს, მათგან ბევრ კომპლიმენტებს ვღებულობთ. სამომოვლოდ ვგეგმავთ ჩვენი ბიზნესის გაფართოვებას. გვინდა ოფისის შექმნა.

საბა ჭიჭინაძე: ონლაინ კომპანია “სტიკერმენი” მოხმარებლებს სთავაზობს მაღალ ხარისხში დაბეჭდონ მათთვის სასურველი პოსტერები, სტიკერები, მისალოცი ბარათები, წიგნის სანოშნეები თავიდან ფეისბუქგვერდი შევქმენით, შემდეგ გადავწყვიტეთ დასახული მიზნების განხორციელება. ყოველთვის მინდოდა მცირე ბიზნესი მქონოდა. ამის შანსი ახლა მეძლეოდა. დავხმარებოდი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

გაყიდული პროდუქციიდან შმესული ტანხით გვინდა სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ . ამ საქმეში მე და ირაკლი ვართ, მესამე ადმაინი გვყავს ხატავს პორტრეტებს. ძირითადა მე და ირაკლი ვართ. ოფისი არ გვაქვს, ჯერ სახლში ვართ. სამომავლოდ გვინდა დახმარება გავუწიოთ სოც დაუცველე ოჯახებს. გვინდა სარეკლამო კომპანიის შექმნა სექტემბერში დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ფეისბუქზე გვერდები მოწონებები შევაგროვეთ. . ჩვენი ნამუშევრბეი გატანილი გვქონდა ჩვენი სტიკერები სხვადასხვა. ღონისძიებაზე . არ მეგონა სტიკერებზე გამოხმაურება თუ მეგონა თავიდან მე და ირაკლი არ გვეგონა თუ ას ეგაიყიდებოდა გვეგონა ათი სტიკერი გაიყიდებოდა თვეშ, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა.ყოველთვის მინდოდა ჩემი შემოსავლის წყარო მქონოდა და დავხმარებოდი სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

კომენტარის დატოვება