მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის თამაში მარტვილში დაიწყო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2015 წელს, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა, ფრიდონ ინჯიამ, "მერანის" საშინაო არენას "მურთაზ ხურცილავა"-ს სახელი მიანიჭა. მურთაზ ხურცილავას ბიოგრაფიამ შემდეგი მნიშვენელოვანი ფაქტები მოინიშნა: ის გახლავთ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საბჭოთა ნაკრებს უკაპიტნა, სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967,...
თამაზ ბაძაღუა: მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის…
ქართველი დრამატურგი, პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ...
მედეა ჩახავა რელიგიაზე
მედეა ჩახავა, ცნობილი ქართველი მსახიობი, მარტვილელი იყო, ბაბუამისი მარტვილის ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელი. მსახიობი იხსენებს მის დამოკიდებულებას რელიგიასთან. "სასწაულები ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. საოცარი დამთხვევებია ხოლმე და მიმაჩნია, რომ ამაში უფალი მიწყობს ხელს. ვთქვათ, რაღაც დავკარგე, ათჯერ გავივლი იმ ადგილას, სადაც ნამდვილად არ იდო ის ნივთი, მაგრამ მეთერთმეტეჯერ იმ ცარიელ ადგილას...
წაჩხურობა და ლეგენდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. წაჩხუროს სალოცავზე ასთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად...
ვერიკო ანჯაფარიძის სახლი მარტვილში
კოლხური ვაზის კუთხე მარტვილის მუზეუმში
გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძირითადად, დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური...
“დადიანების საბანაო”
საუბარია მარტვილის კანიონზე, სადაც განსაკუთრებული სილამაზის ერთ-ერთ ადგილს "დადიანების საბანაოს" ეძახიან. ზოგადად, მარტვილის კანიონი, მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობაა. მკვლევარები ამბობენ, რომ კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია,...