მარტვილმა, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტმა, ფეხბურთში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ნაგვაზაოს და ცენტრის გუდები დაუპირისპირდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას რეგიონალურ ტურნირში მიიღებს. გამარჯვებული და მონაწილე გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ. დასახელდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ტურნირი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით...

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...