მარტვილში როლანდი (ლონია) კეკელიას სახელობის ტურნირი ჩატარდა კალათბურთში

19-20 ივლისს, მარტვილში კალათბურთის პედაგოგის როლანდი (ლონია) კეკელიას სახელობის ტურნირი ჩატარდა კალათბურთში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ, მათ შორის მარტვილის სასპორტო სკოლის გუნდი (მწვრთნელი: ემზარ ხუნწელია). პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.