მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის....