მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით....