საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
მარტვილის მეორე საჯარო სკოლა გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზა ადამიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს. სკოლის გახსნას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი...
ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო...