მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეკეკელეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის საფარი იგება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 1 300 მეტრი საავტომობილო გზა. მოწესრიგდება გზის გვერდულები. პროექტის ღირებულება 318 888 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.