ნახუნაო-წინაკვერკვეს, აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 7 770 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს...