მარტვილში დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, შეხვედრები ვედიდკარის, ლეხაინდრაოს, ნაგვაზაოს, ნახუნაოს და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. 2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.