სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. გიორგი ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხები). გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო...
სასკოლო ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი, 10-11 აპრილს, საბავშვო თეატრალურ დასებს მასპინძლობს. სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით. დღეს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს, თამაკონის, ლეცავეს და №1 საჯარო სკოლები. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო თეატრალური წარმოდგენა;...