- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა/განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს.
სააგენტოს შემოსავლები ერთი მხრივ მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით.
აღნიშნული ხელს უწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.
2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა. სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.
ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული.
იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება:
6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს