26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი  ფოტომარათონზე გელოდებათ

“კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან:

  • 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში.
  • 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა.
  • 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება.

ფოტომარათონის მთავარი პრიზის მფლობელი, დამატებით, მიწვეული იქნება საინფორმაციაო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ ვებგვერდების ნიუსრუმში სტაჟირებაზე ფოტოგრაფიის მიმართულებით.

ფოტომარათონზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას 20 წლამდე, რომელიც რეგისტრაციას გაივლის 25 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: potomaratoni@gmail.com

„კადრის ფესტივალზე“ მონაწილეობის მსურველთათვის აუცილებელი პირობაა, თან იქონიოთ ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონები.

კომენტარის დატოვება