- 26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხეები. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება გაიმართა ასევე №2 საჯარო სკოლაში.
ქალაქის ცენტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაიმართება დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.