- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში: მიქავაში, სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.