- 9-10 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკაში ქ. ერევანში, გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს, უკრაინის, ირანის, რუსეთის, სომხეთის ნაკრები გუნდები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები: ლუკა პაპავა და ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).
მარტვილელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს, ნიკა ბაღიშვილი შეჯიბრის ჩემპიონი გახდა.