სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი

  • სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

კომენტარის დატოვება